2018 წლის აპრილის თვეში დავაფუძნეთ „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“.
ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონის მდგრადი განვითარება და რეგიონში შესაბამისი პროექტების განხორციელება.
ორგანიზაციული პროფილი, მისია და ძირითადი მიმართულებები (სფეროები)
ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები
ორგანიზაციის ძირითად მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული მცირე და საშუალო მეწარმეები, ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
სამწუხაროდ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ძალიან ცოტა არასამთავრებო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს და ახორციელებს შესაბამის პროექტებს.
1 წლიანი მუშაობის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ შემდეგი 6 პროექტი, თავისი აქტივობებით:
სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო
საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)
1
განხორციელებული საქმიანობა/პროექტები, გამოცდილება:
ორგანიზაციის დასახელება: |
||||
პროექტის დასახელება: სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)
|
პროექტის მიზანი: ადგილობრივ მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლება და წარმოებული პროდუქციის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
|
|||
პროექტის განხორციელების ადგილი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი
|
დაფინანსების წყარო |
დაფინანსების ოდენობა |
საქმიანობის განხორციელების ვადები |
|
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
|
7814.30 ლარი თანამონაწილეობა – 1000 ლარი
|
15.05.2018 – 15.11.2018 |
||
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი საქმიანობები |
||||
საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად ივნისი-ივლისის თვეში ჩავატარეთ კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რეგიონში მოქმედი საწარმოების შესახებ. შევხვდით ფერმერებს, მოვამზადეთ საინფორმაციო ბაზა, მათი წარმოებული პროდუქციისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. მეორე ეტაპზე ჩავატარეთ ტრენინგები, მეურნეობის დაგეგმვის, მართვის, მარკეტინგის, სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ტრენინგები გაიარა 100-ზე მეტმა მეწარმემ. მესამე ეტაპზე ქალაქ ონში ჩავატარეთ აგროფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო 100 მეწარმე და 2000-მდე სტუმარი, ფესტივალისთვის დავბეჭდეთ ფერმერთა საინფორმაციო ბანერები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია მათ შესახებ, კერძოდ: დასახელება, საქმიანობის სფერო, პროდუქციის სახეობები, საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონი ელ ფოსტა, მისამართი. ფესტივალის მეშვეობით მწარმოებლებსა და შემსყიდველს შორის, მოხდა პირდაპირი კავშირის დამყარება, რაც დაეხმარა ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზების კუთხით და სამომავლო თანამშრომლობისთვის. შემდეგი აქტივობა იყო აგროტურის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში არსებული სხვადასხვა დარგში ჩართული ფერმერები და მეწარმეები გაეცნენ, წარმატებულ საწარმოებს, როგორ ხდება საწარმოს და მეურნეობის მართვა, პროდუქციის რეკლამირება და რეალიზება. აგროტურის მონაწილეები აღნიშნული სიახლეების დანერგვას გეგმავენ საკუთარ მეურნეობებში. |
2
განხორციელებული საქმიანობა/პროექტები, გამოცდილება:
ორგანიზაციის დასახელება: |
||||
პროექტის დასახელება:
„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“
|
პროექტის მიზანი:
ადგილობრივ საჯარო მოხელეთა და მეწარმეთა ინფორმირებულობის ამაღლება DCFTA-ს შესახებ და მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლება, თუ როგორ უნდა მოიყვანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, რათა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გასვლა შეძლონ.
|
|||
პროექტის განხორციელების ადგილი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი
|
დაფინანსების წყარო |
დაფინანსების ოდენობა |
საქმიანობის განხორციელების ვადები |
|
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
|
2805 ლარი |
18.10.2018-31.12.2018 |
||
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი საქმიანობები |
||||
საწყის ეტაპზე დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები, განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, რაც ითვალისწინებდა ადგილობრივ მეწარმეთა DCFTA-ს შესახებ ინფორმირებულობის და მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, თუ როგორ უნდა მოიყვანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, რათა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გასვლა შეძლონ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კი დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შეირჩა სამიზნე ჯგუფები, კერძოდ მცირე და საშუალო მეწარმეები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და საჯარო მოხელეები, ჩატარდა ტრენინგები, კვლევები, დაიბეჭდა სასწავლო/საინფორმაციო მასალა, შეიქმნა ელექტრონული საინფორმაციო ბაზები მწარმოებლების შესახებ. ტრენერის მიერ ჩატარდება ტრენინგები შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ონი, ლენტეხი; მივაწოდეთ ინფორმაცია ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ, კერძოდ გავაცანით ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა და ქართველ მწარმოებლებს მიეცათ შესაძლებლობა, ქართული თაფლი გაიტანონ ევროკავშირის ქვეყნებში; ასევე გავაცანით, რომ ევროკავშირის ბაზარზე თაფლის მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მეფუტკრეები გაეცნენ იმ მკაცრ მოთხოვნებს, რაც აქვს ევროკავშირს დაწესებული თაფლის წარმოების დროს. აღნიშნული ტრენინგების შედეგად გაიზარდა დარგის მიმართ ინტერესი, არის სურვილი გაგრძელდეს ტრენინგები და კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა მეფუტკრეებმა ამ მიმართულებით, რათა პირნათლად შეასრულონ ყველა ის ვალდებულება, რაც არის დაწესებული სახელმწიფოს, თუ ევროკავშირის მხრიდან. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტრენინგების შემდეგ რამდენიმე საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა შეისწავლოს მეფუტკრეობა და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. შევადგინეთ და დავბეჭდეთ 8 გვერდიანი ბუკლეტები, რომლის მთავარი თემა იყო ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ: თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის განხორციელებისთვის მეფუტკრე ფერმერის და თაფლის მწარმოებლების ვალდებულებები, მოთხოვნები თაფლის წარმოების და ხარისხის მიმართ, აკრძალული ნივთიერებები, დაუშვებელი საქმიანობები, შესაბამისი რეკომენდაციები ა.შ. ასევე იმ სახელმწიფო უწყებების შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ჩართული არიან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ბუკლეტში წარმოდგენილია უწყების დასახელება და შესაბამისი ვებ გვერდი. |
3
განხორციელებული საქმიანობა/პროექტები, გამოცდილება:
ორგანიზაციის დასახელება: |
||||
პროექტის დასახელება: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში
|
პროექტის მიზანი: სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება
|
|||
პროექტის განხორციელების ადგილი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი
|
დაფინანსების წყარო |
დაფინანსების ოდენობა |
საქმიანობის განხორციელების ვადები |
|
UNDP- და ფონდი “აფხაზინტერკონტი” (AIC)
|
4650 ლარი
|
12..11.2018-31.02.2019 |
||
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი საქმიანობები |
||||
ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და სერვისის გაწევა; პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერების მიერ მოკლე ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ფერმერებისათვის – შემდეგი მიმართულებებით:
1. მეცხოველეობა – ძროხის საკვები და საკვებწარმოება – 2 დღე; 2. კენკროვანი კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები – 4 დღე; 3. მემცენარეობა – მცენარეთა დაცვა – 2 დღე; 4. მეურნეობის დაგეგმვა და მართვა – 7 დღე; 5. მეფუტკრეობა – 15 დღე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრენინგები, რომელიც დასრულდება აგროვადების და კონტრაქტის შესაბამისად.
|
4
განხორციელებული საქმიანობა/პროექტები, გამოცდილება:
ორგანიზაციის დასახელება: |
||||
პროექტის დასახელება:
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში
|
პროექტის მიზანი:
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის მევენახეები, ღვინის მწარმოებლები და სოფლის მეურნეობის სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი მევენახეობა – მეღვინეობის წარმატებულ საწარმოებში, წარმატებული მართვის სისტემების გაცნობა.
|
|||
პროექტის განხორციელების ადგილი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი
|
დაფინანსების წყარო |
დაფინანსების ოდენობა |
საქმიანობის განხორციელების ვადები |
|
ფონდი “აფხაზინტერკონტი” (AIC)
|
3670 ლარი |
10.10.2018-30.10.2018. |
||
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი საქმიანობები |
||||
პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები: რეგიონის მასშტაბით შევარჩიეთ პერსპექტიული ფერმერები, კერძოდ მევენახეები და ღვინის მწარმოებლები, ასევე სოფლის მეურნეობის სამსახურის თანამშრომლები. შემდეგ დავგეგმეთ აგროტური, რომლის ფარგლებშიც შეირჩა ბიო მეღვინეები და წარმატებული საწარმოები; აგროტურის მონაწილეები უზრუნველვყავით საჭირო სერვისით (ტრანსპორტირება, კვება, ღამის თევა) შემდეგი მარშრუტით – ონი – ამბროლაური-მცხეთა-თელავი – ნაფარეული-რუისპირი – იყალთო და უკან.
|
5
სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო
საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)
3600 ლარი
ფერმერებთან შეხვედრების შედეგად, მეფუტკრეობის დარგში გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები. კერძოდ: აღნიშნულ დარგში დიდ პრობლემას წარმოადგენს და დარგის მდგრად განვითარებას ხელს უშლის, ფუტკრის სამკურნალო პრეპარატების შესახებ ინფორმაციის დაბალი დონე და გაურკვეველი წარმომავლობის ხელოვნური ფიჭა. დღეს-დღეობით აღნიშნული ბაზარი არ არის დარეგულირებული, ქაოსურად ხდება ფუტკრის სამკურნალო პრეპარატების და ფიჭის წარმოება/შეძენა. არის შემთხვევები, როცა თაფლის ანალიზის შედეგად დაბინძურების მთავარი მიზეზი ანტიბიოტიკებით დაბინძურებული ხელოვნური ფიჭა აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს რეგიონში შემოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან. აღნიშნული საკითხი არის საკმაოდ პრობლემური,რომელიც ხელს უშლის დარგის სწორ განვითარებას და ბიომეურნეობების ჩამოყალიბებას, რომლის საკმაოდ დიდი პოტენციალიც არის რეგიონში. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია. ასევე აუცილებლად აღსანიშნია ის, რომ პირველად თაფლის ექსპორტი ზუსტად ჩვენი რეგიონიდან განხორციელდება და უნიკალური რაჭული თაფლი აღმოჩნდება ევროპის ბაზარზე, კერძოდ კი გერმანიაში. იმისათვის, რომ სტაბილურად განვახორციელოთ თაფლის ექსპორტი, აუცილებელია ევროკავშირის მიერ დადგენილი მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რისთვისაც პირველ რიგში აუცილებელია მეფუტკრეს ქონდეს ინფორმაცია როგორც ამ მოთხოვნების შესახებ, ასევე ევროკავშირის მიერ დაშვებული სამკურნალო პრეპარატებისა და სერტიფიცირებული ფიჭის შესახებ.
დარგში, კერძოდ თაფლის წარმოებისას არსებული პრობლემების გადასაჭრელად დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები :
6 ივნისს ჩვენი ორგანიზაციისა ინიციატივით, ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) დაფინანსებით , გაიმართა მედია-ტური საქართველოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში არსებული იმ წარმატებული ფერემერული მეურნეობების გაცნობა, რომელთა წარმატება უშუალოდ დაკვშირებულია ჩვენს მიერ ჩატარებული ტრეინინგების და კონსულტაციებთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მიერ რაჭაში განხორციელებულ პროექტებთან. ჟურნალისტებმა მოინახულეს:
7 ივნისს ამბროლაურმა მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლა. წლევანდელი ფესტივალის სლოგანი იყო „მდგრადი განვითარება ყველასთვის / Leave No One Behind“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა, ხოლო მის ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდა – სპორტული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სახალისო სემინარები ტექნოლოგიებში, გამოფენები და საუბრები.
დღის ბოლოს კი გაიმართება ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც ორგანიზება „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“-მ გაუწია . ფესტივალს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.
P.S : ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფძნებელმა , ანა კანთელაძემ 2017 წელს დააფუძნა და ჩაატარა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის „აგრო-ფესტივალი“, აღნიშნულმა პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის , ლევან დავითაშვილის , დიდი მოწონება დაიმსახურა , ამიტომ 2018 წლიდან საქართველოს სხვა რეგიონებშიც „აგრო-ფესტივალი“ წარმატებით ჩატარა.
აღნიშნული ფესტივალის დაფუძნებისა და წარმატებით განხორციელაში ჯილდოც გადაეცა.
ასოციაციის დამფუძნებელი ანუკი კანთელაძე : 595054888